ბესლანის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტის მეთერთმეტე წლისთავს აღნიშნავენ. 2004 წლის პირველ სექტემბერს ტერორისტების ჯგუფი სკოლაში შეიჭრა და მოსწავლეებთან ერთად მძევლად აიყვანა მათი მშობლები და პედაგოგები.

ათასზე მეტი ადამიანი მათ სპორტულ დარბაზში სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული.

ამ ტერაქტის და ძალოვნების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 334 ადამიანი დაიღუპა.

მათ შორის 186 ბავშვი. სიმბოლურად მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამი დღე გაგრძელდება. ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ ოსეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

beslani 1 beslani 2 beslani 3 beslani 4 beslani 5 beslani 6

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩარიცხულ სტუდენტებს მიმართავს
შემდეგი სტატიაეკა ტყეშელაშვილი: ბატონ ბიძინას სურს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაცილებით მჭიდროდ გააკონტროლოს