ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლში გადაასვენეს

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ცხედარს, რომელიც გუშინ მოკლეს, მთელი ღამის განმავლობაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდებოდა.

მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორც ცნობილია, პროკურატურას უკვე გააჩნია მკვლელის ფოტორობოტი.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მოტოციკლით იყო.

მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.

“საგამოძიებო ჯგუფმა გამოძიება სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას. ვინაიდან, ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას”,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშითურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველებს შენობა იძულებით დაატოვებინეს