ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი პროკურატურამ განმეორებით დაკითხა

ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი პროკურატურამ განმეორებით დაკითხა. ქეთი ხარძიანმა უწყება ერთი საათის წინ დატოვა. როგორც ცნობილია, მკვლელობამდე რამდენი დღით ადრე მან სავარაუდო მკვლელი ჩაფხუტიანი მამაკაცი მარაბდის ქუჩაზე შენიშნა. სავარაუდოდ გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილის დაკითხვა ამ ფაქტის დაზუსტების მიზნით მოხდა.

სხვა დეტალები უცნობია. პროკურატურიდან გამოსულმა ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ ამ ეტაპზე სიახლე გამოძიებას არა აქვს.

banner
წინა სტატიაშიმე აბსოლუტურად ვეთანხმები საზოგადოების ამ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ტენდერი აღარ არის ტენდერი
შემდეგი სტატია“გია ბარამიძე შეიძლება დაიკითხოს,”-ირაკლი შოთაძე