ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ ახლომდებარე ქუჩებზე გადაადგილებისას ბევრი მტკიცებულება დატოვა, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია

როგორც სალაყაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, “ეჭვმიტანილი არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი”.

“საქმეზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. ყველა იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე გამოკვლეულია, დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდა. გამოძიება სასურველ შედეგთან, რასაც მკვლელის დაკავება ჰქვია, ძალიან ახლოსაა. გამოძიების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აბსოლუტურად შესწავლილია წინა დღეებში დანაშაულის ჩადენამდე სავარაუდო დამნაშავის მარშრუტები, დანაშაულის შემდეგ კი ის სხვა ქუჩაზე გადაადგილდა, სადაც მან მრავლობითი კვალი დატოვა. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიკაცია მოხდენილია. გეტყვით იმას, რომ ეს არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი. იმდენი მტკიცებულება არსებობს სავარაუდო დამნაშავის მიმართ, რომ მისი ჩვენების აუცილებლობაც კი არ არსებობს. ძიების პროცედურები დასრულებულია. ახლა მხოლოდ ძებნის დაკავება დარჩა, სხვა ყველაფერი ცნობილია. ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ არ მოხდეს ცდომილება“,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

რაც შეეხება სვანურ სასამართლოს, ადვოკატს აღნიშნული ინიციატივა ცოტა უცნაურად ეჩვენება. მისი თქმით, ფიცის დადება სამართლის მიერ დარეგულირებულია, ხოლო მთის წესებს და ოჯახურ კლანურ ურთიერთობებს სასამართლო არ ცნობს.

ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ვატიკანში რომის პაპს შეხვდება
შემდეგი სტატია„მიკვირს, რომ პარლამენტში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების პროექტი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული”