ბესელიას და ვოლსკის ზუგდიდლები აქციით დახვდნენ

ზუგდიდში ჩასულ ,,ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის ,,ნაციონალური” მოძრაობის მხარდამჭერები და ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის წევრები აქციით დახვდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ მათ სურდათ დეპუტატებთან შეხვედრა რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დასწრება თავისუფალი იყო. თუმცა ,,თაიმერის” ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მესხიას სახელობის უნივერსიტეტის შენობაში, იქ სადაც დეპუტატები იმყოფებიან, შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გია ვოლსკის შეხვდნენ და მას FCB-ს აგენტი უწოდეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
ეკა ბესელიას და გია ვოლსკის შეხვედრა მხარდამჭერებთან ამ წუთებში იწყება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი აღოსავლეთ უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის
შემდეგი სტატია„მალე მივიღებთ უჰაერო ქუთაისს“- აცხადებს გოგი წულაია