ბერძნული დილემა – ევროზონა თუ მის გარეშე

ბერძნული დილემა - ევროზონა თუ მის გარეშე

ბერძნული დილემა - ევროზონა თუ მის გარეშებერძნული ბანკების ლიდერები გასულ ღამეს იანის ვანუფაკისთან შეხვედრას იმედოვნებდნენ, რომ კრიზისის სტრატეგიულ დეტალებზე ემსჯელათ.
მხოლოდ დღეს დილით გაარკვიეს მათ, რომ პრემიერმა ციპრასმა ის ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე წაიყვანა. ვანუფაკისის თქმით, ევროპელმა მინისტრებმა ინანეს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში გაწელილ მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, რომ კონსესუსი ერთად გამოენახათ.

კვირის ექსტრემალურ შეკრებაზე, რომელსაც საბერძნეთის ყველა ბანკის ხელმძღავნელი ესწრებოდა, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეზღუდვა, რომელიც დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, კიდევ ერთი დღით დატოვონ ძალაში. ამასთანავე, შეზღუდვა დღეს დღის ბოლოს მოიხსნება.
საბერძნეთის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რომელი ბანკები იმუშავებენ, ასევე როგორი იქნება ცენტრალური ბანკის სტრატეგია და ტაქტიკა.
ევროპის ცენტრალური ბანკს ჯერ არ გადაუწყვეტია დახმარებას გაუზრდის საბერძნეთს, შეუმცირებს თუ სულაც დაუხურავს. მას თავის მხრივ არ უნდა საბერძნეთისთვის “მოსამართლე დრედის” როლი ითამაშოს და იმოქმედებს ისე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროზონის ქვეყნები ახალი შეათნხმების მისაღებად, რომ ქვეყნის ფინანსურ სისტემას მაქსიმალურად დაეხმარონ.

საბერძნეთის ბედი სრულად გერმანიის კანცლერზე ანჰელა მერკელსა და სხვა ქვეყნების მეთაურებზეა დამოკიდებული. მათ მოუწევთ არც თუ იოლი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ასე თუ ისე, აუცილებლად ძვირი დაუჯდებათ ქვეყნებს.
ერთ-ერთი ვარიანტით, მათ შეულიათ საბერძნეთს 200 მილიარდი ევრო ჩამოაწერონ, ეს თანხა საბერძნეთზე 2009 წლიდან იყო გამოყოფილი კრედიტების სახით და ეს ევროს შენარჩუნების შანსიც გახდებოდა.
თუკი ეს ასე მოხდა, ამით პორტუგალია და ირლანდია ნამდვილად არ დარჩებიან გახარებულები, რადგანაც ამ ქვეყნებში კრიზისის მიუხედავად, ვალების ჩამოწერა არ მომხდარა. ბევრი გერმანელი ამომრჩეველი კი უბრალოდ ვერ გაიგებს, რატომ მოინდომა ქალბატონმა მერკელმა ამ უცნაური ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლში ახალი კუპიურების დამატებით.
ამით ის თავმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, რომ ევროზონაში შესვლა ერთხელ და სამუდამოდ ხედბა, ასევე, ევროპის ცენტრალურ ბანკს დამამცირებელი ფინანსური დანაკარგისგან დაიცავს, რომელიც დაახლოებით 140 მილიარდი ევროა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მნიშვნელოვან აქტივებს გასცემს, ეს აქტივები მკვეთრად, თითქმის ორჯერ დავარდება საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის შემთხვევევაში.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბერძნებს თავისუფალი ცურვის რეჟიმში გაუშვებენ და ისინი საკუთარ ვალუტას გააკეთებენ?
ესეც საბერძნეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, რადგანაც საბერძნეთს, ფაქტობრივად 2-3 მილიარდი ევროს გარდა სხვა მაგარი არ გააჩნია.

სრული ეკონომიკური კოლაქფსისგან გადასარჩენად საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძულებული გახდება საბერძნეთს 25 მილიარდი ევრო გამოუყოს მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ვალუტა დრაჰმა დაიბრუნოს. საბერძნეთს ექსპორტით თავის გატანა არ შეეძლება, რომელიც შიდა წარმოების მხოლოდ 13%-ია.
ორივე ვარიანტი – ევროზონიდან გამოსვლა, ან ევროზონაში დარჩენა, ევროზონის წევრ ქვეყნებს ძვირი დაუჯდებათ.
მაგრამ ახლა, როცა ბერძნული ბანკების კრახამდე სულ რამდენიმე საათია დარცენილი, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი ვარიანტის გადახდა სჯობს მათთვის

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე
შემდეგი სტატიავიცე-კანცლერი: ევროკავშირმა ბერძენ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი უნდა უთხრას