ბერძნული ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება

ბერძნული ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბანკო არდადეგები ორშაბათამდე, 13 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება. ძალაშია ასევე დღიური 60 ევროს ბანკომატიდან გამოტანა.
საბერძნეთის ბანკების გაერთიანების ხელმძღვანელის ლუკა კაცელის განცხადებით, ორშაბათ საღამომდე არსებობს იმის რეზერვი, რომ ყველა მოქალაქემ დღიურად 60 ევრო აიღოს ბანკომატიდან. მან იმედი გამოთქვა, რომ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ქვეყნისთვის შედეგიანად დასრულდება და საბანკო სექტორი ჩვეულ რეჟიმში ჩადგება.
ბანკები საბერძნეთში 28 ივნისს დაიხურა.
საბერძნეთისთვის ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომელიც 12 ივლისს არის ჩანიშნული, გადამწყვეტი იქნება. სამიტზე სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურები საბერძნეთის რეფერენდუმს განიხილავენ, სადაც მოქალაქეთა 61%-მა კრედიტორების მიერ მოთხოვნილ რეფორმებზე უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიAC/DC-ის დრამერს პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდის