ბერძნების უმრავლესობა კრედიტორების მოთხოვნილ რეფორმებს ეთანხმება

ბერძნების უმრავლესობა კრედიტორების მოთხოვნილ რეფორმებს ეთანხმება

ბერძნების უმრავლესობა კრედიტორების მოთხოვნილ რეფორმებს ეთანხმებასაბერძნეთის მოსახლეობა კრედიტორების მიერ მოთხოვნილ რეფორმებზე თანახმაა – ამაზე სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა GPO გამოაქვეყნა მონაცემები.
გამოკითხვის თანახმად, კრედიტორების მიერ მოთხოვნილი რეფორმების ქვეყანაში გატარების მომხრე გამოკითხულთა 47%-ია, ულტიმატუმზე უარს გამოკითხულთა 43 % ამბობს. დანარჩენები ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ არიან.

კვლევა სამშაბათს ჩატარდა და მასში ათასობით რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. სოციოლოგიური ცენტრის თქმით, ჯერ კიდევ გასულ კვირას რესპოდენტების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 50/50-ზე იყო გადანაწილებული.
კვირას საბერძნეთში რეფერენდული ჩატარდება, სადაც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ უღირს თუ არა ათენს სახელმწიფო ხარჯების შემცირება, როგორც ამას კრედიტორები ითხოვენ.

ევროპელი კრედიტორების პირობებზე უარის შემთხვევაში საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება და მას ევროზონიდან გარიცხავენ. ამასთანავე, ქვეყნის პრემიერმა ალექსის ციპრასმა მოსახლეობას მოუწოდა უარი თქვან შემოთავაზებულ წინადადებებზე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ულტიმატუმზე უარის თქმით ქვეყანა უფრო მომგებიან შემოთავაზებებს მიიღებს, რადგანაც უცხოელი პარტნიორების ინტერესი ევროზონას შენარჩუნებაა.
კრედიტორები საპენსიო ასაკის გაზრდას და სოციალური თანხების შემცირებას ითხოვენ მაშინ, როცა საბერძნეთის მთავრობა პრობლემის გადასახადების გაზრდაში ხედავს.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიაინტერნეტით სუპერთასის ბილეტების გაყიდვა შეწყდა