ბერძენი პენსიონერი, რომელიც საბერძნეთის მდგომარეობას ასახავს… (+ფოტო)

0-pensioner-143599398177 წლის ბერძენი პენსიონერი გიორგოს ჩაციფოტიადისი, მიწაზე დაგდებული საბანკო წიგნაკითა და პირადობის მოწმობით, სასოწარკვეთილი თვითონაც ბანკის შესასვლელთან იატაკზე ზის და ტირის, რადგან მან რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად ვერ აიღო მისი და მეუღლის პენსია….
0-pensioner-1435994064,,ფრანც პრესის,, მიერ გავრცელებულ ბერძენი პენსიონერის ფოტოებზე მსოფლიოს მრავალმა სააგენტომ გაამახვილა ურადღება, რადგან ეს ფოტოები ძალიან ნათლად ასახავს საბერძნეთის დღევანდელ მდგომარეობას…
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ხვალ 5 ივლისს რეფერენდუმი გაიმართება, რომლის მიხედვითაც ბერძნები გადაწყვეტენ დაემორჩილონ თუ არა კრედიტორთა მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელიც საბერძნეთისათვის ხარჯების შემცირებისა და ,,ქამრების შემოჭერის,, პოლიტიკას ისახავს მიზნად… ალტერნატიული არჩევანი კი, ბერძნებს გაბანკროტებას და ევროზონიდან გასვლას უქადის.

banner
წინა სტატიაშიTbilisi Open Air 2015+ფოტო
შემდეგი სტატიაუკრაინამ ქართველი კრიმინალი საქართველოში გამოაძევა