“ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს” – ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილ პოლიციელზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს. განცხადება ღარიბაშვილმა, სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

განცხადებაში პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ ის კრიმინალთან ბრძოლას ემსხვერპლა.

“კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს. გიორგი ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პატრულირების დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე,”- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადურის თქმით, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი იყო
შემდეგი სტატია“გვამებს არანაირი გარეგანი დაზიანებები არ ჰქონდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,” – ლევან ჩაჩუა ჟვანიას საქმეზე