ბერეზოვსკის ყოფილი დაცვა: ნემცოვს ქალები ყოფილი ოლიგარქის ბრძანებით დასდევდნენ ბერეზოვსკის დაცვის უფროსი ბიზნესმენის სიკვდილის საკუთარ ვერსიაზე და ოლიგარქის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირზე ლაპარაკობს

ბერეზოვსკის ყოფილი დაცვა: ნემცოვს ქალები ყოფილი ოლიგარქის ბრძანებით დასდევდნენ ბერეზოვსკის დაცვის უფროსი ბიზნესმენის სიკვდილის საკუთარ ვერსიაზე და ოლიგარქის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირზე ლაპარაკობს

ორი წლის წინ 2013 წლის 23 მარტს, ბრიტანეთის პოლიციამ „ტიტნესის პარკში“ საკუთარი მეუღლის თავშალით ჩამომხრჩვალი ბერეზოვსკი იპოვა. ოფიციალური ვერსიით, დევნილი ბიზნესმენი ბოლო პერიოდში დეპრესიაში იყო ვალების გამო. ამიტომაც გადაწყვიტა სიცოცხლეს გამოსალმებოდა. მაგრამ ბერეზოვსკის ახლობლებს მომხდარის მიზეზებზე საკუთარი ვერსია აქვთ.
გაზეთი „კამსამოლსკაია პრავდა“ ოლიგარქის დაცვის ყოფილ უფროსთან აქვეყნებს ინტერვიუს.

ბერეზოვსკის ყოფილი დაცვა: ნემცოვს ქალები ყოფილი ოლიგარქის ბრძანებით დასდევდნენ ბერეზოვსკის დაცვის უფროსი ბიზნესმენის სიკვდილის საკუთარ ვერსიაზე და ოლიგარქის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირზე ლაპარაკობს
– ჩვენი გაზეთის არქივში ინახება იმ აბაზანის  ფოტო, სადაც ბიზნესმენმა თავი ჩამოიხრჩო. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ შეუძლებელი იყო იქ თავის ჩამოხრჩობა. მაგრამ ბრიტანული პოლიცია მტკიცედ დგას საკუტარ პოზიციაზე, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.
– დარწმუნებული ვარ ეს დასავლეთის სპეცსამსახურების გაკეთებულია. თუკი თქვენთვის ბერეზოვსკის სიკვდილი გამოცანაა, ჩემთვის ამოხსნილი რებუსია. ბორის აბრამოვიჩი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მას ძალიან დიდი საიდუმლო ინფორმაცია გააჩნდა და მის გამოქვეყნებას აპირებდა. ეს ჩემი ეჭვები არ არის. მე ეს აბსოლუტურად გარკვევით ვიცი.

ht
– ამბობდნენ რომ ბერეზოვსკი გაკოტრდა და ვალების გამო მოტყდა.
– გარწმუნებთ, ბორის აბრამოვიჩი არ იყო ღაბირი! მისი სიკვდილის შემდეგ მოულოდნელად გაჩნდა მითქმა-მოთქმა: თითქოს ბერეზოვსკი ისე გაკოტრდა, რომ მას ავიაბილეთის საყიდლადაც კი არ ქონდა ფული და რომ მან რამდენიმე ასეული დოლარი ნაცნობ ბიზნესმენს ესესხა. სრული სიცრუეა. ბორის აბრამოვიჩს სიკვდილის მომენტში ანგარიშებზე მილიარდ დოლარამდე ედო. დამეთანხმეთ, ამ თანხით მშვენივრად შეიძლება ცხოვრება. ჰო, ის უკვე ისეთი იახტების ქონის უფლებას ვერ მისცემდა თავს, როგორც აბრამოვიჩი, მაგრამ ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, უბედურ დღეში არ ყოფილა.
– ასევე ამბობდნენ, რომ ოლიგარქი კიდევ ერთმა მოდელმა მიატოვა, ვისაც ბოლო წლების მანძილზე ხვდებოდა…
– პირად ცხოვრებაშიც მას ყველაფერი მოწესრიგებული ქონდა: შვილები, მრავალრიცხოვანი ცოლები და ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მის გარშემო ბლომად იყვნენ. ბორია ამ კუთხით თავს გადასარევად გრძნობდა – ცხოვრებით ერთობოდა მომდევნო ახალ ახალგაზრდა ქალთან ერთად. არანაირი დეპრესია მას არ ქონია. პირიქით, ის რაღაც ახალი გრძნობით ცხოვრობდა. მე ბორიას კარგად ვიცნობდი. ის ძალიან მყარი ფსიქიკის იყო. ის ადრენალინზე იყო – ცხადი იყო, რომ ისევ რაღაც ახალი ქონდა ცაფიქრებული.
მან ვლადიმირ პუტინს ნამდვილად გაუგზავნა მონანიების წერილი. ეს მისი დიდი ოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც დაგეგმილი ქონდა. ბერეზოვსკი რუსეთში დაბრუნების იდეით ცხოვრობდა. ცხადია, მას ინდულგენციის იმედი ქონდა. ბორის აბრამოვიჩი მხოლოდდამხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მას გააჩნდა ინფორმაცია, რომლის პუტინისთვის წარდგენას აპირებდა. აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ ბორიას რამდენიმე ოლიგარქზე ვიდეო და აუდიო მასალები ქონდა, რომლებმაც მას რუსეთში გადატრიალების მოწყობა შესთავაზეს. ამ სენსაციური მასალებით აპირებდა ბერეზოვსკი სამშობლოში დაბრუნებას. გესმით ხომ: იმ ადამიანებისთვის, ვისზეც მან კომპრომატები შეაგროვა, ის საშოშროებას წარმოადგენდა.
– ცნობილია ახლა სად არის ის კომპრომატები?
– მათზე დღემდე დასავლურ სპეცსამსახურებს ძებნა აქვთ გამოცხადებული. ბორია ის უბრალო ბიჭი არ იყო, რომელიც ძვირფას ინფორმაციას, პირობითად რომ ვთქვა, ბალიშის ქვეშ შეინახავდა საკუთარ უზარმაზარ სახლში.
ბერეზოვსკის ექვსი შვილი დარჩა. მათ შორის არავის უნდა პოლიტიკაში მოსვლა?
– გოგონები კატია და ლიზა გათხოვილები არიან. მათი მეუღლეები ბიზნესით არიან დაკავებულები. ბერეზოვსკის სახლში პოლიტიკა მის გარდა არავის აინტერესებდა. მისი ყველა მეუღლე ჩვეულებრივი დიასახლისი იყო, ოლიგარქის კლასიკური ცოლები. ლენა გორბუნოვს, მისი ყველაზე უმცროსი შვილის დედას, ძლივს შეიძლება ცოლი დაუძახო. ბერეზოვსკი მასთან პრაქტიკულად არ ცხოვრობდა. ორივეს საკუთარი პირადი ცხოვრება ქონდათ.
– იყო თუ არა შესაძლებელი მას რომელიმე ცოლისთვის მოეთხრო კომპრომატის შესახებ?
– არა მგონია ბორიას თავისი შვილები და ცოლები მორიგ საიდუმლო ოპერაციაში გაეხვია. დამიჯერეთ, ბერეზოვსკის შვილები მამის პოლიტიკური ინტრიგებისგან შორს იყვნენ ყოველთვის. მათთვის ბორია მხოლოდდამხოლოდ მამა და შემოსავლის წყარო იყო. ბერეზოვსკის სიკვდილი დასავლურ სპეცსამსახურებს აწყობდათ. უნდა გავიგოთ კარგად, რომ ინგლისში ფაქტობრივად არაფერი ხდება ისე, რომ მათ არ იცოდნენ. განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეებთან. ყველა „ყოფილი ჩვენიანი“, რომლებმაც თავშესაფარი ლონდონში მიიღეს, ამა თუ იმ კუთხით ლონდონის ინტერესებს ემსახურებიან.
– და ბერეზოვსკი ინგლისურმა სპეცსამსახურებმა დააბერბოვკეს?
– ამ დონის ფიგურას, როგორიც ბერეზოვსკი იყო, არ ავერბოვკებენ. ისინი ან იდეოლოგიური თანამოაზრეები არიან, ან არა. ვიცი, რომ ბორიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა სპესამსახურებთან, მათ შორის ცენტრალურ სადაზვერვცო ბიუროსთან. რადგანაც ბევრი რამ, რაც მას ქონდა, ინგლისის მთავრობის, ამ სამსახურების გარეშე წარმოუდგენელი იყო განხრციელება. და როცა ის მათ მიერ დავერბოვკებული რეზიდენტებისთვის (რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები) საშიში აღმოჩნდა, თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.

ბერეზოვსკის ყოფილი დაცვა: ნემცოვს ქალები ყოფილი ოლიგარქის ბრძანებით დასდევდნენ ბერეზოვსკის დაცვის უფროსი ბიზნესმენის სიკვდილის საკუთარ ვერსიაზე და ოლიგარქის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირზე ლაპარაკობს
მისი მკვლელობა რამდენიმე თვე იგეგმებოდა და ეს სპეცსამსახურების უნაკლო ოპერაცია იყო. თავად განსაჯეთ, ბერეზოვსკის ლონდონის ცენტრში სახლი აქვს, მუდმივი დაცვა და სრულ პერიმეტრზე ვიდეოკამერები. ბუზი ვერ შეფრინდება. მისი სიკვდილის დღეს კი დაცვა სრულიად სადღაც გაქრან (პირადი დაცვის და მძღოლის გარდა, რომელმაც იპოვა გარდაცვლილის სხეული).ვიდეოკამერები რატომღაც გამორთული აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ ყოველ 100 მეტრში კამერები ეყენა. ამ ოპერაციაში, სავარაუდოდ ყველა სპეცსამსახური მონაწილეობდა.
ბორიას ირგვლივ ამ სამსახურების მიერ დავერბოვკებული ხალხი იყო, მათ შორის მის დაცვაში.
– ახლა ყველა ბორის ნემცოვის გარდაცვალებაზე საუბრობს, რომელსაც თქვენ სამსახურიდან იცნობდით…
– ყველას, ვინც ელცინის და მისი ოჯახის სიმპათიით სარგებლობდა, ბერეზოვსკი ყურადღებით და სიფრთხილით ექცეოდა. ბერეზოვსკის დავაკებით, ჩვენ თავის დროზე ნემცოვს ვუთვალთვალებდით. ვცდილობდით გაგვეგო, რითი ცხოვრობს ადამიანი, რამდენად შეუძლია მას სიმართლის თქმა, მიმდინარეობდა შესწავლა. გარდა ამისა, ნემცოვის სახლში ჩამწერიც დავაყენეთ. კომპრომატის რაღაც ნაწილი ბერეზოვსკიმ ელცინს აჩვენა, რაღაც სხვა მიზნებითვის გამოიყენა. ასე რომ, ნემცოვის მდივანთან დაახლოება უფრო ადვილი იყო, ვიდრე, მაგალითად, კოხის გარემოსთან, რომელზეც ასევე მიმდინარეობდა თვალტვალი.
– ნემცოვი უგულისყუროდ არჩევდა გუნდს?
– ყველას აქვს სუსტი წერტილი. ჩასანერგად ყველაზე კარგი აგენტი ის არის, რომელიც გვერდით არის, მაგრამ მას არასდროს ამჩნევ. ეს ან მდივანია, ან მძღოლი. როგორც წესი, ყველაზე კარგი აგენტები ისინი არიან, ვისაც საკუთარი სახე არ გააჩნიათ.
– ნემცოვს მისგან გაბრაზებული ქალები აბეზრებდნენ?
– ქალების დავერბოვკება უფრო ადვილია, რადგან ისინი მეტად ემციურები არიან: სადღაც ისინი გააბრაზეს, სადღაც ისე არ შეხედეს, სადღაც მისი სილამაზე არ დააფასეს. ზოგჯერ საკმარისი იყო ქალს მხოლოდ ის გაეგო, რისი გაგებაც მას უნდოდა ზოგადად. ნემცოვი ლამაზი ქალების კოლექციონერი იყო. სანამ სხვები გოგონებთან ერთად დარბოდნენ, ის სკოლაში გულმოდგინედ სწავლობდა. შემდეგ ის „ცხოვრების ბატონი “ გახდა. და დაიწყო „კომპენსაციის“ პროცესი. აქედან არის, ალბათ ნემცოვის პატარა გოგოებნით გატაცებაც. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ, ამიტომ, არ მინდა დავაკონკრეტო როგორი ქალები გვყავს ნემცოვის გვერდზე ნანახი.
როგორ გგონიათ, ვინ დაუკვეთ ამისი სიკვდილი?
– არ ღირს ყოფითი ვერსიის გამორიცხვა. ნაცნობები მიყვებოდნენ: ნემცოვი სოციალურ ქსელებსა და პირად საუბრებში ლამაზად აღწერდა თავის ამურულ გატაეცებებს. ასე მას შეეძლო უამრავი მოწინააღმდეგე გაეჩინა. ზოგიერთ ქალბატონს, ვისზეც ის საუბრობდა, ყავდათ მეუღლეები. მათი რომანი ნემცოვის ინიციატივით იწყებოდა. ზოგჯერ კი ქალები თვითონ ეკიდებოდნენ კისერზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ცუდად შეიძლებოდა დასრულებულიყო.
და მაინც, ნემცოვის სიკვდილიც პირველ რიგში დასავლურ სპეცსამსახურებს აწყობდათ. დაგეგმის მიხედვით, ეს ყველაფერი ძალიან გავს ცეერუს მოწყობილს. მკვლელობა მარტივია: ავიდა კიბეზე, გაისროლა, ჩაჯდა მანქანაში… ქილერები: უკრეინელები არიან ისინი თუ ჩეჩნები – რა მნიშვნელობა აქვს? ეს არის როგორც რევოლვერი – მხოლოდ ინსტრუმენტია მკვლელის ხელში.

banner
წინა სტატიაშისტამბულში ჟურნალ ,,ადმირალის,, რედაქცია ააფეთქეს
შემდეგი სტატიაპენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახა (ფოტო+ვიდეო)