ბელორუსიაში რუსული არხების გათიშვას ითხოვენ

გავრცელების ცუდი ხარისხი, უხეში პროპაგანდა და მუდმივი ტყუილი უკრაინის მოვლენათა გაშუქებაზე… ეს ის მიზეზებია, რომელიც ბელორუსი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს და რომლის გამოც დღეს ლევ საპეგის სახელობის კულტურული ფონდის პროფკავშირის აქტივისტებმა მიმართეს ბელორუსიის გენერალურ პროკურატურას, ბელტელერადიოკომიტეტს, ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს რუსული ტელეარხების გათიშვის მოთხოვნით. აქტივისტები მათ ნაცვლად უკრაინული და ყაზახური არხების გაშვებას ითხოვენ…

მიმართვის დოკუმენტის ავტორებმა, განსაკუთრებული მოთხოვნა დააფიქსირეს ბელორუსიის გენერალური პროჯურატურის წინაშე… ისინი რუსული ტელეარხების წინააღმდეგ  ეროვნებათშორისო, რელიგიური და რასობრივი შუღლის გაღვივების გამო სისხლის სამართლის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ…

ბელორუსიის მედია აღნიშნავს, რომ ლევ საპეგას ფონდის მოთხოვნა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან ერთადერთი არ გახლავთ და მსგავსი მოთხოვნით  მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ ცნობილი პიროვნება გამოდის.

banner
წინა სტატიაშიპაატა ჯაჭვლიანი შესაძლოა მერიის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნოს
შემდეგი სტატია,,დოლარზე ფასის გაზრდის მიუხედავად მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა”