ბელორუსებმა ყველიერის დღესასწაულზე რუსული დროშა დაწვეს

burning_russian_flagძველი სლავური მარლთმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ყველიერის დღესასწაულის (,,მასლენიცა,,) დაწყებას, სლავურ ქვეყნებში სახალხო დღესასწაულებით აღნიშნავენ, რომლის დროსაც სახალხო სეირნობები, ცეკვა-თამაშები და გარკვეული რიტუალებიც ტარდება. ასე მაგალიტად ბელორუსიაში, ყველიერისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე სპეციალურად კოცონისთვის მოწყობილ შეშის კონაზე საფრთხობელას ამაგრებენ და ისე ანთებენ, ნიშნად იმისა, რომ რაც წარსულში ცუდი და საშიშია  ყველაფერი ცეცხლში დაიწვას.

წლევანდელი ,,მასლენიცა,,ს ზეიმი, ბელორუსიის პატარა ქალქ ჟემჩუჟნიში, რომელიც ბრესტის ოლქში მდებარეობს, ერთი უჩვეულო ფაქტით აღინიშნა… კოცონისთვის საჭირო შეშის კონაზე დამაგრებულ საფრთხობელას, რომელსაც ქალის ჩაცმულობა ჰქონდა, ქვედატანად რუსეთის დროშა ჩააცვეს და ისე დაწვეს… თან სკანდირებდნენ ,,დაე ყველაფერი ცუდი დაიწვას!,,

ამ ფაქტს ბელორუსული მედიაც გამოეხმაურა… ჟურნალისტები სახალხო ზეიმის ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ და ზეიმის პოლიტიკური კონტექსტის კომენტირება თხოვეს… ,,არანაირი პოლიტიკა, უბრალოდ საფრთხობელაზე ჩაცმული კაბის ფერები დაემთხვა რუსეთის დროშის ფერებს,, დელიკატურად განაცხადეს ორგანიზატორებმა.

თავად ბელორუსი ჟურნალისტები, ამ ფაქტს ლუკაშენკოს მხრიდან, უკრაინაში რუსეთის მოქმედებებით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილების გამოხმაურებად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიკიევს დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება-მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია?