ბელგიის არმიამ ევროკომისიის შენობა დაცვის ქვეშ აიყვანა

ბელგიის არმიამ ევროკომისიის შენობა დაცვის ქვეშ აიყვანა. BBC-ის ინფორმაციით, ბელგიის არმიის 300-კაციანი შემადგენლობა ამ დროისთვის ევროკომისიის შენობას , აშშ-ს საელჩოს, სინაგოგებსა და ზოგიერთ ობიექტს იცავს. მსგავს შემთხვევას ბოლო 35 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღება 7-9 იანვარს პარიზში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს და ბელგიაში რეიდების შედეგად ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი დაკავებას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშილონდონში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის სამიტი გაიმართება
შემდეგი სტატია“გაზპრომი” ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს