ბელგიამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიც გაყინა

ბელგიამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიც გაყინა

ბელგიამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიც გაყინაბელგიის მთავრობამ ადგილობრივ ბანკში 5 რუსი დიპლომატის ანგარიშები გაყინა – ამის შესახებ ბელგიის საგარეო უწყების ხელმღძვანელმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, გაიყინება ყველა დარჩენილი ანგარიში.
რუსეული აქტივების საფრანგეთსა და ბელგიაში გაყინვის შესახებ ხუთშაბათს გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც ბელგიური გაზეთი «სიორი» წერს ეს პროცესები 2 კვირის წინ დაიწყო.

ტიმ ოსბორნის თქმით, რომელიც გიბრალტარში დარეგისტრირებული კოპმანია ჯიემ ელის ადვოკატია და იუკოსის ყოფილი აქციონერების ინტერესებს იცავს, მიმდინარე პროცესი ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ასრულების პროცესია, რომლის თანახმადაც რუსეთმა იუკოსს 50 მილიონი დოლარის კომპანსაცია უნდა გადაუხადოს.
ადვოკატის თქმით, ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებები შესაძლებელია გამოიტანონ აშშ-ს და ბრიტანეთის სასამართლოებმაც. თუმცა, ამ ქვეყნების სასამართლო სისტემა რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ქონების დაყადაღების პროცესი რაღაც პერიოდის განმავლობაში გადაიტანოს.

რუსეთი ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილებამ საშინლად გააღიზიანა. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ეს ნაბიჯი ვენის კონვენციის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს არეგულირებს.
ლავროვის უწყებამ შესაბამისი ზომების მიღების პირობა დადო, რომელიც სავარაუდოდ, ბელგიის საელჩოს მოსკოვის ოფისს შეეხება.

banner
წინა სტატიაშისამარშუტო ტაქსის მძღოლები მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ
შემდეგი სტატიაWikileaks: ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მამის გარდაცვალების მოწმობა სთხოვა