ბელარუსის პრეზიდენტი შეხვედრებს ბათუმში განაგრძობს

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში გრძელდება. პრეზიდენტს შეხვედრები დღეს ბათუმში აქვს დაგეგმილი.
ალექსანდრე ლუკაშენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და აჭარის მთავრობის წევრებს შეხვდება.
დღესვე, ბათუმის სასტუმრო “შერატონში” ხელი მოეწერება ქალაქ ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. შეხვედრაზე დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების კომენტარები.
ბელარუსის ვიცე-პრემიერი და დელეგაციის წევრები, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მოინახულებენ ქობულეთში არსებულ აგრო სერვის ცენტრის სანერგე მეურნეობას.
დღესვე ბელარუსის დელეგაცია ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებას გეგმავს.
ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბათუმში ვიზიტით სრულდება.
ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 22 აპრილს ჩამოვიდა, გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან.

banner
წინა სტატიაშისომხების გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავად პუტინი ერევანში ჩავიდა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრები პანკისის ხეობაში იმყოფებიან