,,ბედუკაძემ დედიშობილას ოთხზე დადგომა და ხოხვა მომთხოვა” – პატიმრის ჩვენება (+ვიდეო)

ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი დადის ქალაქში

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გადაცემა არჩევანში ციხის თანამშრომლებისა და იმ პატიმრების ჩვენებები წაიკითხა, სადაც საუბარია ციხის კადრების გამავრცელებელ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ელისო კილაძე ბედუკაძის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„აქ საუბარია არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, გაუპატიურებასა და გაუპატიურების იმიტირებაზე. ცოცხების კადრებზე უკვე ცნობილია, რომ ეს დადგმული კადრებია და ამ პატიმარს ჩვენებაც მიცემული აქვს. ამ ჩვენებაში საუბარია ძალიან მძიმე ფაქტებზე და ყველა მათგანი საუბრობს კონკრეტულად ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ეს მასალები ჩვენთან ინახება,“ – განაცხადა ელისო კილაძემ და პირდაპირ ეთერში რამდენიმე სკანდალური ჩვენება წაიკითხა.

“ამ დეტალების გამჟღავნების შემდეგ თუ ქართული ოცნების წარმომადგენელს, პროკურატურის წარმომადგენელს თუ ოდნავ მაინც შერჩა ღირსება აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ხელახლა და დადგეს ბედუკაძის პასუხისმგებლობის საკითხი. არ მესმის ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება.”

https://www.youtube.com/watch?v=4EsVUqkqm0Y&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ოდესაში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს… მისი ფავორიტი კი დამარცხდა…
შემდეგი სტატიაციფრული მაუწყებლების გათიშვასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა