“ბებო, შენ რომელი ხარ?” – ზარანდიების ეზოს ორი მტრედი სტუმრობს

13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული დების ინდირა და ლიზა ზარანდიების ბიძა „კვირის ქრონიკას“ იმ უცნაური მოვლენის შესახებ ესაუბრა, რომელიც ზარანდიების ეზოში გოგონების დაკრძალვის შემდეგ ხდება:
„ზარანდიების ეზოს ყოველდღე ორი ულამაზესი მტრედი სტუმრობს, მას შემდეგ რაც გოგონები დაკრძალეს, მოდიან ღუღუნებენ… ლიზის და ინდირას მოხუცი ბებო ჰყავთ, ის გამუდმებით ეკითხება თურმე მტრედებს, ბებო, შენ რომელი ხარ?… ერთი გაფრინდება, ერთი რჩება, ამ მხარეში საერთოდ იშვიათია მტრედები, მართლაც არავის უნახავს ისინი სხვა დროს, სხვა ეზოებში…“

წყარო „კვირის ქრონიკა“

banner
წინა სტატიაშიჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიასაპატრიარქო პაატა ბურჭულაძეს პასუხობს