ბაღდათის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს, მოქალაქეები, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ადგილობრივებმა დღეს გამგეობის შენობასთან აქცია გამართეს და ჩატარებული ტესტირებების შედეგები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათ პირველი ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს, ხოლო გასაუბრების შემდეგ მათ უთხრეს, რომ ბოლო ეტაპი ვერ გადალახეს.
აქციის მონაწილეების თქმით მათ პირად საუბრებში გამგეობის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ისინი გამგეობაში ვერ დასაქმდებოდნენ, რადგან გამგებელს არჩევნების დროს ხმა არ მისცეს.