ბაქოში, შვეიცარიის საელჩოში დამალული ჟურნალისტი ბერნში გადაიყვანეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ემირ ჰუსეინოვი ბერნში გადაიყვანეს. ათი თვის მანძილზე ის იძულებული იყო ბაქოში შვეიცარიის საელჩოში დამალულიყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამართალდამცავი ემირ ჰუსეინოვი ათი თვის მანძილზე შვეიცარიის საელჩოში იმალებოდა. ის ბერნში გადაიყვანეს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავით იყო გადაყვანილი, რომელიც ევროპულ თამაშებზე სპეციალურად ჩავიდა შვეიცარიიდან ბაქოში.
ჰუსეინოვმა 2014 წლის 18 აგვისტოს შვეიცარიის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა, აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან დევნის გამო. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, ჟურნალისტი არა ერთხელ გამოდიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების და ალიევის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი დევნილთა პარტიის დაფუძნებას ეხმიანება
შემდეგი სტატიანემცოვის ქალიშვილმა ფონდი დააარსა