“ბატონ ტუსკთან ძალიან კარგი, მეგობრული და გულწრფელი შეხვედრა შედგა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას შეეხო.

“ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს ჩვენ და ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს საერთო ინტერესები შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ქართულ დემოკრატიას”, – განაცხადა ბაქრაძემ

დონალდ ტუსკი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

banner
წინა სტატიაში„ვიბრძოლებთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც აღარ იქნება მავთულხლართების, ომის, ბრძოლის, ტერორიზმის ადგილი”
შემდეგი სტატიამოსამართლემ რობაქიძის პროცესზე დარბაზიდან დაზარალებული მხარის ორი წარმომადგენელი გააძევა