ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთავრობის წევრები არ გრძნობენ თქვენს მიმართ არანაირ ვალდებულებას-ირმა ნადირაშვილი

პარლამენტი“როცა ვუყურებთ მთავრობის შემადგენლობას, აბსოლუტურად ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანები შერჩეული არიან არა პირადი კომპეტენციის ნიშნით, არამედ იმის მიხედვით, რა სარგებელი მოუტანეს მათ ბიძინა ივანიშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს ადამიანები არ გრძნობენ თქვენს მიმართ არანაირ ვალდებულებას. რომ გავყვეთ მინისტრობის კანდიდატებს, მაგალითად ბატონი გომელაური რატომ მოხვდა ამ თანამდებობაზე, ყველამ ვიცით – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. ის ისევე აღგიქვამთ თქვენ პრემიერ-მინისტრად, როგორც მე აღგიქვამთ პრემიერ-მინისტრად და ისევე შეასრულებს თქვენს დავალებებს, როგორც სავარაუდოა, რომ მე შევასრულო თქვენი დავალებები”– ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მიმართა.

” თუნდაც კახი კალაძის დამოკიდებულება თქვენ მიმართ აბსოლუტურად გარკვეულია და მან ეს კარგად გამოავლინა, როდესაც ტარიფებზე დავობდით; ან თუნდაც ბატონი კვირიკაშვილი, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, თქვენთვის ეთქვა, რომ ლაპარაკი აქვს ამერიკელებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ; ან თუნდაც ბატონი ჯავახიშვილი, რომელიც მინისტრის მოადგილის რანგშიც კი არ თვლიდა საჭიროდ, თქვენთვის ანგარიში გაეწია და საჯაროდ საუბრობდა თქვენი ნათესავების კორუფციაში მონაწილეობაზე; ბატონი სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი გახდა იმიტომ, რომ ივანიშვილის ოჯახის ექიმია; შეიძლება გამონაკლისებიც არიან, მაგალითად ქალბატონი სანიკიძე, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თვალებში გიყურებთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ არ გაგახსენდეთ, რომ ის მარგველაშვილის მოყვანილია და როდესაც მარგველაშვილის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებთ, ქალბატონი სანიკიძე პირველ რიგებშია და როდესაც თქვენს წინააღმდეგ მისცემენ ბრძანებას, ის ასევე ერთგულად შეასრულებს; იგივე შეგვიძლია ვთქვათ წულუკიანზე; აღარაფერს ვამბობ თინა ხიდაშელზე, რომელიც ისე დანიშნეს თავდაცვის მინისტრად, რომ თქვენ ამის თაობაზე არც არაფერი იცოდით და ამტკიცებდით, რომ ორი მინისტრი იცვლებოდა კაბინეტში”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
ამასთან, მან პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. “თქვენ ამ გუნდისთვისაც კი არ ხართ ლიდერი და შესაბამისად, ვერ იქნებით მთელი საქართველოს ლიდერი. ამიტომ კარგი იქნება, თუ წახვალთ და ამით გაუფრთხილდებით პირველ რიგში საქართველოს მომავალს და გაუფრთხილდებით საკუთარ მომავალსაც”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის თემას რაც არ უნდა ტაში დავუკრათ, სამწუხაროდ, შედეგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს
შემდეგი სტატიაარაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და უმნიშვნელოვანესი პროცესი