ბატონი ტურავას უკან მისი პირადი პოლიტიკური მოტივები არ დგას

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები” საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელის არმოწერა, რაც მას კანონით ეკრძალება, “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო”, არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და რთული დაიჯერო, რომ ამის უკან, სულ ცოტა, მისი პირადი პოლიტიკური მოტივები არ დგას,” – ეს შეფასება არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილება მოსამართლე ტურავას, ოფიციალური ვერსიით, ავადმყოფობის გამო ვერ გამოაცხადა.

“ბატონი ტურავა ვერ ხვდება, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიგი უგულავაზე, რომელიც ბრალის დამტკიცების გარეშე 9 თვეზე მეტია, ზის საპატიმროში. საუბარია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც მომავალში შეიძლება იჯდეს წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტ ხანს ისე, რომ ბრალი დამტკიცებული არ ჰქონდეს, ან მის მიმართ 9-თვიანი ვადის გამოყენების ნორმა მის საზიანოდ იყოს განმარტებული სამართალდამცავების და სასამართლოს მიერ,” – წერს ეკა გიგაური ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ “ზუსტად ამის განმარტების მცდელობა ჰქონდა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ… იმედია, მოსმენების კანონისა და “ეს შენ გეხებას” სარჩელის გახილვის დროს მსგავსად არ მოიქცევა!”

banner
წინა სტატიაშიმხარეების დამშვიდებას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მანდატურები ცდილობენ
შემდეგი სტატიაფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა