ბარცხანის სანაპიროზე ნავთობი ჩაიღვარა

ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

ანაკლიაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩობათუმის მიმდებარედ, ბარცხანის სანაპიროზე ნავთობი ჩაიღვარა. პლაჟის და ზღვის ნაპირის დაბინძურების გამო ბანაობა დროებით აიკრძალა. როგორც “სანაპიროს” ტექნიკური დირექტორი , ზურაბ გვარამია აცხადებს, სანაპირო დამსვენებლებით იყო გადაჭედილი, თუმცა პლაჟის დაბინძურების გამო ტურისტებს ბანაობა არ შეუძლიათ.
“ეს პლაჟი ხალხით იყო სავსე, როგორც ჩვენი დამსვენებლებით, ასევე ბენზეში მცხოვრებლებით. ახლა უკვე სანაპირო დაცლილია. დინებამ მოიტანა მაზუთის დიდი რაოდენობა და დააბინძურა პლიაჟი”, – აღნიშნა ზურაბ გვარამიამ.
ნავთობი ზღვაში მდინარე ბარცხანამ შეიტანა. როგორც ბათუმის ნავთობტერმინალის წარმომადგენელი თენგიზ გორდელაძე აცხადებს, ძლიერი წვიმის შედეგად გრუნტში არსებული დაბინძურებული ნარჩენები მდინარემ ზღვაში გაიტანა.
“წვიმის შედეგად გრუნტის წყლების დონე და მდინარის წნევა ერთდროულად აიწია. წარმოიშვა გრუნტის წყლების წნევა, რამაც დაწოლა მოახდინა გრუნტში არსებულ დაბინძურებულ წყლებზე და გამოდენა მდინარე ბარცხანისკენ”, – აღნიშნა თენგიზ გორდელაძემ.
პლაჟის დასუფთავებისა და მოწესრიგებისთვის ამ წუთებში ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახური მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიმანქანა, რომელშიც ბავშვს ეძინა, საჯარიმოზე გადაიყვანეს – „სი-თი პარკის“ თანამშრომლები დააკავეს
შემდეგი სტატიაორმეტრიანი ფალოსი და ოქროს ვაგინის მომლოდინე ნოვოსიბირელები+ფოტო