ბარაქ ობამამ კონგრესს მოუწოდა, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე რეზოლუცია მიიღოს

აშშ იცავს სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პატიმრებს, გმობს ქალების, რელიგიური უმცირესობის, ლგბტ ადამიანების დევნას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.
“ჩვენ ღიად ვეწინააღმდეგებით ანტისემიტიზმს, რომელიც კვლავაც გამოჩნდა მსოფლიოს რამდენიმე ნაწილში; ჩვენ კვლავაც უარს ვამბობთ შემაძრწუნებელ სტერეოტიპებზე მუსლიმებთან დაკავშირებით, რომელთაც უდიდესი ნაწილი იზიარებს ჩვენს მისწრაფებას მშვიდობისკენ”, – აღნიშნა ბარაქ ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, მიიღონ რეზოლუცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.
“ერაყსა და სირიაში აშშ, ჩვენი სამხედრო ძალის ჩათვლით, აფერხებს “ისლამური სახელმწიფოს” მოქმედებებს. ახლო აღმოსავლეთში ახალი სახმელეთო ომის გაღვივების ნაცვლად, ჩვენ ვუძღვებით ფართომასშტაბიან კოალიციას, რომელშიც არაბული სახელმწიფოებიც არიან გაერთიანებული, ამ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად. მოვუწოდებ კონგრესს, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა ამ მისიაში და მიიღოს რეზოლუცია, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშიმიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა
შემდეგი სტატიაზაზა ალთუნაშვილი: იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა