ბარაკ ობამა – Vive La France

ჟურნალისტებზე თავდასხმამ, თავისუფალ მედიაზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ როგორ ეშინიათ ტერორისტებს სიტყვისა და პრესის თავისუფლების, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს ესტუმრა, რათა პირადად გამოეხატა სოლიდარობა ფრანგი ხალხისთვის.

ბარაკ ობამამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

“ვრჩებით რა ასწლეულების განმავლობაში მოკავშირეებად, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ფრანგი ძმების გვერდით სამართლიანობისა და საერთო ფასეულობების დასაცავად. ჩვენ ერთად მივემართებით მომავლისკენ და ვიცით, რომ ტერორიზმი ვერ დაამარცხებს თავისუფლებასა და ჩვენს იდეალებს – იდეალებს, რომელიც გზას უნათებს სამყაროს. Vive La France!”, – დაწერა ბარაკ ობამამ.

7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიაეიფელის კოშკი სიმბოლურად 5 წუთით ჩააქრეს