ბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტს

obama

აშშ ასევე, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს განიხილავს

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰემონდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უახლოეს რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ობამა მიიღებს გადაწყვეტილებას მიაწოდოს თუ არა უკრაინას იარაღი და ასევე, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები.

მისივე თქმით, აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მინსკის 12 თებერვლის შეთანხმების დაღვევის გამო რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხსაც განიხილავს.

“არ ვაპირებთ, უმოქმედოთ ყოფნას და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმებისა და დაშინების ცინიკური გამოვლინებების მოთმენას”, – აღნიშნა ქერიმ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ეკლესია გაქურდეს
შემდეგი სტატია“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან”