ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ორშაბათს, ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე პირველად ეწყობა.
მოლაპარაკებები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საკითხზე და ასევე სირიაში რუსეთის საომარ მოქმედებებზე იქნება.
როგორც თეთრი სახლის წარმომაგენელმა განაცხადა, ობამა და პუტინი გაეროს გენერალური ანსამბლეის დროს შეხვდებიან ერთმანეთს.
“მიმდინარე მომენტში პუტინის ნიუ-იორკის პროგრამა ასე გამოიყურება: ის გაფრინდება, დაესწრება გენერალურ ანამბლეას, საკუთარი კოლეგების გამოსვლას მოუსმენს, თვითონ გამოვა სიტყვით, შემდეგ გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდება და დელეგაციის მეთაურების პატივსაცემად გამართულ საპროტოკოლო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მერეც სინძო აბეს და ბარაკ ობამას შეხვდება” – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ბოლოს ორი ქვეყნის ლიდერმა თეირანთან მიღწეულ შეთანხმების შესახებ ისაუბრა ტელეფონით.
“სირიასა და უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტი თვლის, რომ მიუხედავად მოსკოვთან ღრმა უთანხმოების, უპასუხისმგებლობა იქნებოდა რუსეთის ყველაზე მაღალ დონეზე დიალოგში მოუწვევლობა” – განახცხადა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

banner
წინა სტატიაშიავღანეთიდან ჩამოსვენებულ სამხედროს რუსთაველები ცოცხალი ჯაჭვით დახვდნენ
შემდეგი სტატიათბილისის ნაწილს 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება