ბარაკ ობამას 5 ციტატები ბიბისისთან ინტერვიუდან

ბარაკ ობამას 5 ციტატები ბიბისისთან ინტერვიუდან

ბარაკ ობამას 5 ციტატები ბიბისისთან ინტერვიუდანბარაკ ობამას 5 ციტატა ბიბისისთან ინტერვიუდან

ადამიანის უფლებებზე

უკვე გასაგებია, რომ მოლაპარაკებებში გამოხატული მკაფიო, მტკიცე განცხადებები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ გარემო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში გარკვეული გავლენას ახდენს. ადამიანის უფლებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი მაგალითია ბირმა. მე პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ამ ქვეყანას ესტუმრა. როცა იქ ჩავედი, მას არაფრით არ შეიძლებოდა ლიბერალურ-დემოკრატიული რქმეოდა და ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვეოდა, მაგრამ ჩემმა მიზიტმა გააძლიერა და დისიდენტებს და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლებს ძალა მისცა. ამან მათ საშუალება მისცა საკუთარ ქვეყანაში დემოკრატია ერთი ნაბიჯით წინ წაეყვანათ.

მე ასევე ვინახულე რუსეთი და ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ იქ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებია, ჩვენი სურვილია, იქაც იგრძნობოდეს ჩვენი მონაწილეობა, რომ შეგვეძლოს მოლაპარაკებების გამართვა რომ უკეთესი მიმართულება ვაჩვენოთ და ნახონ.

ირანზე

პირველ ყოვლისა, ჩვენ ირანს ბირთვული იარაღის წარმოებისკენ ყველანაირი გზები მოვუჭერით. ეს იყო ჩვენი მიზანი. ირანის ხელში ბირთვული იარაღის აღმოჩენა ეს ბევრად სერიოზულ სტრატეგიულ პრობლემებს შექმნის აშშ-სთვი, ისრაელისთვის, ჩვენი პერსიის ყურის მოკავშირეებისთვის, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის.

მეორე, ისევე, როგორც ყველა მოლაპარაკებებზე, ირანიც მიიღებს რაღაცას (ვენის მოლაპარაკებიდან). სანქციებმა, რომელიც ჩვენ დავუწესეთ მას ბრიტანეთთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სხვებთან ერთად, გამოიწვია ის, რომ ირანის კაპიტალი საზღვარგარეთ გაიყინა, რომელსაც ახლა უკან მიიღებენ. ამ თანხის დიდი ნაწილი ეკონომიკის აღდგენაზე წავა.

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე

თურქეთთან, იორდანიასთან და სხვებთან ჩვენ არა მხოლოდ იმ სივრცის შევიწროვებას ვცდილობთ, სადაც მოქმედება შეეძლება ისლამურ სახელმწიფოს, არამედ, იმ პირობების შემცირებასაც, რომ მათ უცხოელი მეომრები ვერ მიიღონ, რომლებიც საომრად მიდიან მათთნ ერთად. ამ საკითხში გარკვეული პროგრესი მივიღეთ, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი და ამ საკითხში ბრიტანეთიც ძალიან დაგვეხმარება.
გარდა ამისა, ასადს, რიუსეთს და ირანს უნდა ვუბიძგოთ იქითკენ, რომ სირიაში აუცილებელია პოლიტიკური ტრანსფორმაცია, სხვა შემთხვევაში მას მთელი რეგიონის ჩათრევა შეუძლია, რაც უფრო დიდ და სისხლიან კონფლიქტში გადაიზრდება.

ბრიტანეთზე

დისკუსიები ევროკავშირზე, ევროზონასა და საბერძნეთზე, ეს ძალიან რთულია. ასე ვიტყვი: ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა ჩვენ უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს ატლანტიკურ კავშირში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელმაც მსოფლიო უფრო უსაფრთხო და განვითარებადი გახადა და ჩვენ გვინდა, რომ გაერთიანებული სამეფო ამ გავლენით დარჩეს ისევ.
ჩვენი საერთო ღირებულებები მართებულია არა მხოლდო ჩვენთვის, არამედ ევროპისათვის და მთელი მსოფლიოსთვისაც.

მე უფრო მეტად იმით ვარ შეშფოთებული, რომ აშშ ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა დედამიწაზე, რომელსაც ადეკვატური, გონიერი კანონები არ გააჩნია იარაღისგან თავის დაცვის კუთხით. და ეს მუდმივად განმეორებული მასობრივი მკვლელობების შემდეგაც ასეა.
შეხედეთ დაღუპული ადამიანების რაოდენობას: ტერორისტების 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ 100-მდე ადამიანი დაიღუპა. თუკი ძალადობის მსხვერპლს ნახავთ, რომელიც სროლასთან არის დაკავშირებული, მაშინ ეს ათობით ათასი ადამიანია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას ჩვენ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის მომდევნო 18 თვის მანძილზე მე ამაზე მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებ.

banner
წინა სტატიაშიტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახებს, შესაძლოა, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოთ
შემდეგი სტატიაუკრაინამ “რუსული არმიის მაიორის” დაჭერის შესახებ განცხადება გააკეთა