ბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად

ბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად

 ბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლადბარაკ ობამამ ორკვირიანი შვებულება აიღო. მისი გადაუწყვეტელი პოზიცია უკრაინის თავდაცვის იარაღით მოამარაგებასთან დაკავშირებით, უკვე ანეგდოტურ ზღვარს უახლოვდება. მასზე თავდასხმას ანხორციელებენ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ თვით დემოკრატებიც. თეთრი სახლის ყველაზე გამორჩეულმა კრიტიკოსმა ჯონ მაკკეინმა რამდენიმე დღის წინ CBS-ით გამოსვლისას დემოკრატების რეიტინგს კიდევ ერთი ლურსმანი დააჭედა, როცა თქვა: „მე მრცხვენია საკუთარი ქვეყნის გამო, საკუთარი პრეზიდენტის გამო, მე მრცხვენია საკუთარი თავის გამო, რადგან ვერაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ უკრაინელ ხალხს დავეხმარო.“
მაკკეინი მერკელს და ოლანდსაც გადასწვდა: „ვფიქრობ, რომ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ბოლო 70 წლის მანძილზე ევროპის გაყოფის ლეგალიზაცია მოახდინეს“ – განაცხადა სენატორმა – “ საფრანგეთს და გერმანიას გარანტიის მიცემა არ შეუძლიათ. მათი თამაში ძალიან გავს პუტინის დახმარებას და არა პრობლემის რეალურ გადაჭრას. მოლაპარაკებების გაგრძელება ისე, რომ მასში დიდი ბრიტანეთი და აშშ ბუდაპეშტის პროტოკოლის მიხედვით არ არიან ჩართულები, კიევის მაზოხიზმის მაჩვენებელია, რომლის ყველაზე საშინელი შედეგი უკვე დადგა დებალცევოში, და რომელმაც საფრანგეთში და გერმანაიში „ღრმა შეშფოთება გამოიწვია“.
რაღაც მომენტში შესაძლებელია თეთრი სახლის პოზიციის გაგებაც. ისინი აცხადებენ, რომ იარაღით დახმარებაზე ისინი უარს არ ამბობენ, მაგრამ… კიევი ჯერ „ნორმანდიული ფორმატის“ შეთანხმებას აწერს ხელს, შემდეგ კი იარაღს ითხოვს ვაშინგტონისგან, რაც ცხადია, არ მოეწონა არც ობამას და არც მის მრჩეველებს – ამბობენ ექსპერტები. საფრანგეთი და გერმანია უკრაინას პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ჟანგიან მაუზერსაც არ მისცემს. მაგალითია გერმანიის უარი ლიტვასთვის ბრონირებული ტექნიკის დახმარებაზე რამდნიმე დღის წინ. ბერლინს იმის ეშინია, რომ ვილნიუსი იარაღს უკრაინას გადასცემს.
მეორე მომენტი, რომლის გამოც ვაშინგტონი თავს იკავებს, ეს დებელცევოს მოვლენებია – უკრაინელი ძალოვანების უკან დახევა, რომელიც ისე არაორგანიზებულად მოხდა, რომ მოწინააღმდეგეს დაუტოვეს მთელი იარაღი და ტექნიკა.
რუსეთს უკრაინელების დამარცხება დებელცევოსთან ამერიკელებისთვის იმის დემონსტრირებისთვის ჭირდებოდათ, რომ ეთქვათ: სუსტებს იარაღს არ აძლევენ. ობამას კიდევ ერთი შეყოვნებაც ზუსტად ამის ნიშანია.
ამასთანავე ცხადია, რომ ყველა მხარე დიდი ომის მოლოდინშია. ამერიკელების იარაღით იქნება ეს თუ მის გარეშე. მანამდე კი პუტინი „ლოკალურ ნოკაუტებს“ განახორციელებს – თვლიან ექსპერტები. სანამ ნატო და აშშ იმაზე ფიქრობენ მისცენ თუ არა უკრაინას იარაღი, რუსეთი უკრაინაში საკუთარ პოზიციებს იმაგრებს.

banner
წინა სტატიაშისახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები–ლევან ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიაებოტის განცხადებით ავსტრალია უკრაინაში საკუთარ ჯარს გააგზავნის