ბალტიმორელ პოლიციელებს ბრალი წაეყენათ

baltimori2მერილენდის შტარის პროკურორმა მერილინ მოსბმა 6 პოლიციელს ბრალი წაუყენა შავკანიანი ფრედი გრეის სიკვდილში, რომელიც 19 აპრილს მოხდა და რომელმაც მასობრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
მოსბმა ადრე გაკეთებულ განცხადებაში 25 წლის მამაკაცის სიკვდილს „მკვლელობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
„ბალტიმორის მოქალაქეებო და დემონსტრაციის მონაწილეებო, მე თქვენს მოწოდებას „არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა“ მხარს ვუჭერ. თქვენგან ახლა მშვიდობაა საჭირო, მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღსდგეს“ – მიმართა პროკურორმა საპროტესო აქციის მონაწილეებს.
დაღუპულის მამამ განაცხადა, რომ ეთანხმება პოლიციელებისადმი წაყენებულ ბრალს.
„ჩვენს ქალაქში არაფერი დგას კანონზე მაღლა“ – თქვა ბალტიმორს მერმა სტეფანი პოულინგსმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ავია-დარტყმებს 50-მდე მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკვანტური კომპიუეტებისკენ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი