ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე “თავისუფალი თაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. “თავისუფალი თაობის” აქტივისტებმა ოფისში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს.

ერთ-ერთი მცდელობის დროს “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთმა წევრმა ჯემალ ბუაძემ ოფისის მიმართულებით ბოთლები ისროლა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ჯემალ დუაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის დამნაშავე ორგანიზაცია, თუმცა ისინი აპირებდნენ მშვიდობიანად ოფისში შესვლას და სიმბოლურად ბოთლების შეტანას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ჯემალ ბუაძის დაკავების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სიტუაცია განიმუხტა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ორივე ძალა წავიდეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი სექსუალური ძალადობის ამსახველ კადრებზე განცხადებას ავრცელებს