ბათუმში მელოგინე ქალის გარდაცვალების საქმეში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკვე ჩაერთო. მინისტრის განცხადებით, ადგილზე უკვე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები და საქმის შესწავლაც დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ მაია ვერძაძე დღეს დილით, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ახლობლები სამშობიარო სახლის ექიმებს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ.
ბათუმში რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს.