ბათუმში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვლა. როგორც ახალშობილის მშობლები აცხადებენ, მათთვის შვილის გარადაცვალების მიზეზი გაურკვეველია.

დედის თქმით, ჩვილი შეუძლოდ ორი დღის წინ გახდა, სუნთვა უჭირდა და მუცლის არეში ტკივილები ჰქონდა. გუშინ დილით კი ახალშობილმა ჭამაც შეწყვიტა და ამის შემდეგ მიიღეს საასადმყოფოში ბავშვის გადაყვანის გადაწყვეტილება.

დედის განცხადებით, ექიმის პირველადი ჩვენებით, მას გულის მანკი ჰქონდა, ერთი საათის შემდეგ მას ბავშვის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

მშობლები მიზეზად ექიმის დაუდევრობას ასახელებენ და ფაქტის დროულად გამოძიებას მოითხოვენ.

ექიმების განცხადებით, ბავშვი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. მას უკვე გაჩერებული ჰქონდა გული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნაწლავურ ინფექციას ასახელებენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რას გაუფხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ქუთაისობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი განცხადებას ავრცელებს