ბათუმში დაგეგმილი მასშტაბური ბიზნესფორუმი- რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში?

6 მარტს 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “Sheraton”-ში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი ოფიციალურად გაიხსნება. როგორც “თაიმერს” ბიზნესგაერთიანება  “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან” აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბეკჯი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი შაჰინ მუსტაფაიევი, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები და ბიზნესმენები დაესწრებიან.

ფორუმში ქართული, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების 300 მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათი ინტერესის სფეროს ძირითადად სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროები წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ შეხვდნენ შესაბამისი სექტორის კომპანიების ხელმძღვანელებს.

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა” და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მხარდაჭერით იმართება.

 

banner
წინა სტატიაშისამთავრობო სტრუქტურებს რემონტზე, რბილი ავეჯის და ახალი ტრანსპორტის შეძენაზე უარის თქმაც მოუწევთ
შემდეგი სტატიამთავრობა სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათების პირობებს აზუსტებს