ბათუმის 24-ე ბაღში სასწავლო პროცესი პოლიციის დახმარებით დაიწყო

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სასწავლო პროცესი პოლიციის დახმარებით დაიწყო.
პოლიციამ შესასვლელი მას შემდეგ გახსნა, რაც ადგილზე ბათუმის ვიცე მერი ალექსანდრე მითაიშვილი და ბაღების გაერთიანების უფროსი ნატალია ზაქარეიშვილი მივიდნენ.
პოლიციის თანამშრომლებმა მცირე კორიდორი გააკეთეს, ბაღის შესასვლელთან მყოფი აქციის მონაწილეები გვერდით გაწიეს და კარი გახსნეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა სიტიაცია მალევე განეიტრალდა.
ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღთან საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. იმ ბავშვების მშობლები, რომლებმაც შვილები ბაღში უადგილობის გამო ვერ დაარეგისტრირეს, ბაღის გამგეს, მასწავლებლებსა და დარეგისტრირებულ ბავშვებს შენობაში არ უშვებდნენ.
როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქრისტინა მახარაძემ განაცხადა, მეორე წელია, ცდილობს, ბავშვის ბაღში შეყვანას, თუმცა ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ბაღი სხვა უბნებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან კომპლექტდება.

banner
წინა სტატიაში,,აუცილებელია, მოვახდინოთ რევოლუციური გარდაქმნები მოსახლეობასა და პარლამენტში მათ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში”
შემდეგი სტატიაფოტორეპორტაჟი–გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა