ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ანბანის კოშკის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ანბანის კოშკის აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა.
როგორც სხდომის მიმდინარეობის დროს ცნობილი გახდა, აჭარის მთავრობა ანბანის კოშკს 1 ლარად ესპანურ კომპანია Boost Spain-ს 20 წლის ვადით გადასცემს. როგორც საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, კომპანია ინტერნეტსივრცის საძიებო სისტემაში არ იძებნება, ხოლო “ობიექტის გასხვისება აუქციონის გარეშე კორუფციული გარიგებების ეჭვებს ბადებს”.
როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას” ანბანის კოშკთან მიმართებაში საუბრის მორალური უფლება არ აქვს. “63 მილიონი ლარი თავის დროზე უფუნქციო შენობისთვის დაიხარჯა, მაშინ, როცა უამრავი სოციალურად დაუცველის პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა”. ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, აჭარის მთავრობა ესპანურ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.
ანბანის კოშკის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს კენჭისყრაზე მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა არ დაუჭირეს მხარი.

banner
წინა სტატიაშილარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება
შემდეგი სტატიაბლატერმა ფიფას პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა