ბათუმის მერია ქალაქში შექმნილ ვითარებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დატბორილი ბათუმი

batumi„დღეს შეგვექმნა რთული მდგომარეობა, დღის ბოლოს ნალექის რაოდენობა უხვი მოცულობით მოვიდა, ხახული მეჯინის წყალი ამ ეტაპზე უკვე 80 პროცენტით იქნა გაწმენდილი. მიუხედავათ 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ე.წ. არდაგანის არხები ყველა მოქმედია და გახსნილი, არხების გადინებით პრობლემა არ დგას მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.

ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძე და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, ეს არის მაიაკოვსკის ქუჩის ბოლო მანთაშევის გადასავლელამდე,

სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ ელექტრო ენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად.დავიწყებთ ყველგან ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენთ ხელთ არსებული ტექნიკა რაც გაგვაჩნია ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჯებიც ჩამოვლენ. ძირითადი პრობლება ჭაობის დასახლებაშია სადაც ახლა კეთდება სანიაღვრე სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიდატბორილი ბათუმი
შემდეგი სტატიავიდეო–აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურს მაშველები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც ეხმარებიან