აჯამეთის დაცული ტერიტორის რეინჯერი წითელ წიგნში შეტანილი ნერგებს ყიდდა

საქართველოს ფონანთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჯამეთის დაცული ტერიტორის რეინჯერი, ნოე კამლაძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ პიროვნებას, დაცულ ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ნერგების, ფესვიანად ამოღების უფლების უკანონოდ მიცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში 30 წლის ქალბატონს მანქანამ სახლის ეზოსთან დაარტყა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება