,,ახსოვს თუ არა პრემიერს და მის მარჩენალს წინასაარჩევნო დაპირება?,, – ირინა სარიშვილი

,,პრემიერმა განაცხადა, თუ დენზე ტარიფი აიწევს, სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სუბსიდირება განხორციელდებაო.
ამ მარტივ წინადადებაში სამ პრობლემას ვხედავ:
1. იცის თუ არა პრემიერმა სუბსიდირება რას ნიშნავს – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, გადასამოწმებელია, მშვიდად რომ ვიყოთ;
2. ახსოვს თუ არა პრემიერს და მის მარჩენალს წინასაარჩევნო დაპირება, სადაც ტარიფის შეცვლაზე ნამდვილად იყო ლაპარაკი, მაგრამ საწინააღმდეგო მიმართულებით;
3. იცის თუ არა ხელისუფლებამ, რომ სოციალურად დაუცველია დღეს ყველა, ამ ხელისუფლების წევრების და მათთან დაახლოებული პირების გარდა.
და მეოთხე პრობლემას ვხედავ ჩვენში, ანუ მოსახლეობაში:
რამდენ ხანს ვაპირებთ ამ უმსგავსობის ატანას ყველგან და ყველაფერში?!!
ოღონდ ძალიან გთხოვთ, ლიდერი არ გვყავს, აბა წინ ჩაგვიდექით, ჩვენ რა შეგვიძლია, ეგეთები არ იყოს!
ყველას ლიდერი საკუთარი თავი უნდა იყოს! თუ რა თქმა უნდა, თავი აბია და არა კისრის გაგრძელება!
ყველას მიზანი საკუთარი ღირსების დაცვა და საკუთარი შრომით უკეთესი ცხოვრება უნდა იყოს და არა მონური მორჩილება, სიზარმაცე და ორმაგი სტანდარტები!
და თუ ყველა ასე ვიქნებით, ლიდერიც, თან არა ერთი, და გზაც გამოჩნდება!
ეს გზა ეხლაც არსებობს, უბრალოდ მას დანახვა უნდა!
თავდახრილი მონები გზას ვერ დაინახავენ!
თავი უნდა ავწიოთ ბალიშებიდან, თავი!!!
სტატუსი: ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიდღეიდან “თაიმერი”გთავაზობთ!
შემდეგი სტატიანატომ საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე ვიდეო გამოაქვეყნა