ახრა სმირი:როგორ ერწყმის თბილისური ფეხბურთის სიყვარულს ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას

ახრა სმირი

ახრა სმირი“დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არავის არ უნდა უბრძანოს რა გააკეთოს. საქართველოში გინდა წასვლა? ღვთის გულისათვის, წადი. ფეხბურთის ყურება გინდა? უყურე, ღვთის გულისათვის. ქართულ მუსიკას გინდა მოუსმინო, ჭამო საცივი , დალიო საფერავი, გადაიღო სელფი მტკვარზე და არაგვზე, შარვლიდან საქართველოს პასპორტი ამოიღო საზღვარგარეთ წასასვლელად – ღვთის გულსიათვის , მე აბსოლუტურად არ მენანება!”-წერს აფხაზი ჟურნალისტი ახრა სმირი თბილისში, “ბარსელონა”-“სევილია” უეფას სუპერთასის თამაშზე ეროვნებით აფხაზი ახალგაზრდების დასწრების თაობაზე.

“არ ღირს დავიწყება, რომ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო. შესაძლებლობა, აირჩიო, სად წახვიდე და რას უყურო, ფეხბურთს თუ კონცერტს, საქართველოსა თუ აფხაზეთში, შავს თუ თეთრს, ყველაფერს თავისი ფასი და სახელი აქვს. ასეთ შესაძლებლობას თავისუფლება ქვია. 23 წლის წინ კი მის გამო ჩვენს შორის ყველაზე “პასუხისმგებლიანებმა” ძალიან ძვირი გადავიხადეთ. გადავიხადეთ გატეხილი ბედით და უამრავი სიცოხცხლით. ისინი, ვინც დღევანდლამდე ვერ მოაღწიეს, მათ ჩვენი თავისუფლებისთვის გადაიხადეს საკუთარი ერთადერთი სიცოცხლით, როცა 1992 წელს გააკეთეს არჩევანი.

არ შემიძლია განვსაჯო, ზემოთჩამოთვლილი გარემოებები როგორ ერწყმის თბილისური ფეხბურთის სიყვარულს იმათ პატივისცემასთან, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას. ვფიქრობ, ესეც თავისებური არჩევანია, რომელიც 2015 წლის აგვისტოს გაკეთდა”–წერს გულდაწყვეტილი აფხაზი ჟურნალისტი ახრა სმირი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში 8 კგ ლიტვური პომიდორი დაწვეს
შემდეგი სტატიაეკვადორში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა