ახმეტისა და საგარეჯოს რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დაიშალა

სეტყვის საწინააღმდეგო

 

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ცნობით, 3 ივნისის 06:00 საათიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით მოძრავი ღრუბლის ფრონტი დააფიქსირა. 07:00 საათისთვის ახმეტისა და საგარეჯოს რაიონების თავზე ჩანდა  ორი სეტყვასაშიში ღრუბლის მასა, რომელშიც შეინიშნებოდა ფორმირების პროცესში მყოფი 10 მმ რადიუსის მქონე სეტყვის მარცვლები.

 

08:40 საათისთვის, სროლების ნებართვის მიღების შემდეგ, „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა ღრუბლების მიმართულებით განახორციელა რაკეტების გასროლა. დამუშავება 09:05 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ღრუბლების მასების ძირითადი ნაწილი ზემოთაღნიშნული რაიონების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

banner
წინა სტატიაშიმერიის პროგრამების ფარგლებში ფულადი დახმარება 1 494 პირზე გაიცა
შემდეგი სტატიაილია მეორემ ჯვრის პარაკლისი გადაიხადა