ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ

ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით მისი მასშტაბი არ გაზრდილა და შედარებით იკლო.

ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა.

მისი ჩაქრობა აქამდე რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ მოხერხდა. მეხანძრეებს გარკვეული პერიმეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან, ერთ ჰექტარზეა მოდებული. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა.

ადგილზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან.

ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატ რობიზონ ხურცილავას ოჯახში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა