ახალი პანთეონი, სავარაუდოდ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ოფიციალურად დახურულად გამოცხადდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ოფიციალურად დახურვასთან დაკავშირებით საკრებულოს მერიამ მიმართა.
“ეს ჩვენი დედაქალაქისათვის ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეირჩეს პანთეონის ადგილი, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს. პანთეონი არ არის მხოლოდ დასაკრძალი ადგილი, არამედ ერთ-ერთი კულტურული გარემო და სივრცეა, რომელსაც თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა ექნება წლების განმავლობაში”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, პანთეონის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე ადგილზე საუბარი, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ალიბეგაშვილის თქმით, სავარაუდოდ, პანთეონი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა.

banner
წინა სტატიაში,რეფორმატორები” კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიაპარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს