ახალი იმპლანტატნტი კიბოს მეტასტაზებს ისრუტავს

ახალი იმპლანტატნტი კიბოს მეტასტაზებს ისრუტავს

ახალი იმპლანტატნტი კიბოს მეტასტაზებს ისრუტავსამერიკელმა მეცნიერებმა ღრუბელის მსგავსი იმპლანტანტი შეიმუშავეს, რომელიც კიბოს უჯრედებს ისრუტავს.
იმპლანტანტი თაგვებზე გამოსცადეს. მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ ის გარკვეულწილად, დასაწყის სტადიაში კიბოს გავრცელების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ექიმებს. იმპლანტანტი კიბოს უჯრედებს საშუალებას არ აძლებს სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდეს.

გამოძიების შედეგები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
იმპლანტანტი 5 მმ დიამეტრისაა და ბიომატერიებისგან არის დამზადებული, რომელიც ნებადართულია სამედიცინო მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ინსტრუმენტი უკვე გამოსცადეს მკერდის კიბოთი დაავადებულ თაგვებზე.

კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ლონნი შეი ამბობს, რომ ადამიანებზე ცდები უნდა დაიწყოს ძალიან მალე. “ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დაავადებული უჯრედები ადამიანის შემთხვევაშიც ისეთივე წარმატებით იქნება შესრუტული, როგორც თაგვების მაგალითზე” – განაცხადა პროფესორმა შეიმ.
მეცნიერები თაგვებზე კვლევებს აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაში,,თუ მიშას პრემიერად დაუძახებენ… ის საქართველოში წავა,, აცხადებს ოდესის ვიცეგუბერნატორი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პასპორტების გაცემა კვლავ განახლდება