ახალი ზოოპარკი სავარაუდოდ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება

თბილისის ახალი ზოოპარკი შესაძლოა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდეს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოოპარკის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ცალკე სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ადრე შემუშავებულ პროექტებს გადაამუშავებს.
“როგორც დროებითი ღონისძიება ზოოპარკის გადარჩენილი ცხოველები მოკლევადიან პერიოდში დარჩებიან ამ ტერიტორიაზე და ახალი ზოოპარკის მშენებლობის შემდეგ ეტაპორივად იქნებიან გადაყვანილი”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, შესაძლოა, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს
შემდეგი სტატიაზურაბ გურიელიძე: გორის რაიონში აღმოჩენილი კვალი არ უნდა ეკუთვნოდეს ლომს ან ვეფხვს