ახალი ეპოქის ნოე, ყაჩაღ ოლიგარქი–შალვა ნათელაშვილი

shalvaლეიბორისტთა ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და მას „ახალი ეპოქის ნოეს“ და „ყაჩაღ ოლიგარქს“ უწოდებს. მან ასევე თქვა, რომ ” ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრებს თანხები ოფშორულ ზონებში გააქვთ. „სააკაშვილის მაფიას არ შეუჭამია იმდენი სახელმწიფო ქონება წლების მანძილზე, რაც მოახერხა ერთ წელიწადში ივანიშვილის დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რაც აისახა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა – ამ ვალუტას აბანდებენ არა თავის ქვეყანაში, არამედ გადააქვთ ოფშორულ ზონებში“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, როდესაც, „შინაური“ ინვესტორი ვერ ბედავს ქვეყნის შიგნით თანხის დაბანდებას, უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ უცხოელ ინვესტორს შენ ქვეყანაში თანხის დაბანდება მოსთხოვო:

„უცხოეთიდან როგორ შემოვა ვალუტა და ინვესტიცია, როცა თვითონ შინაური ინვესტორი ვერ ბედავს შიგნით ჩადოს თავისი თანხა. როდესაც ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი დაბანებულია უცხოეთის ბანკებში და როდესაც, მისივე 6 მილიარდი თანაინვესტირების ფონდის სახელით შექმნილი, რომელიც ააწაპნა მთელ ბიზნესმენებს და ჩვენს ეკონომიკას, ასევე დაბანდებულია უცხოეთის ბანკებში, შენ რა მორალური უფლებით ეუბნები, ივანიშვილი ხარ თუ ვინც ხარ, მთავრობის წარმომადგენელი, უცხოელ ინვესტორს, რომ შემოდი, ჩემი ეკონომიკა საიმედოა, აქ ჩადე შენი ვალუტა და გაამყარე ჩემი ეროვნული ვალუტა. ეს გამორიცხულია, ასეთი რამ არ ხდება“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერი ენერგეტიკის მინისტრსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ კახა კალაძე 19 ჰესის მფლობელია. „კალაძე არის ენერგეტიკის მინისტრი და იმავდროულად ენერგოსფეროს მფლობელი და მაფიოზი, რომელი ტარიფი დაიწევს ასეთი მინისტრის პირობებში?“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
რუსტავი 2-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ მან 2002 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა და თქვა, რომ 13 წლის წინ დაწესებული 11 თეთრის ზემოთ ტარიფი, რასაც მოსახლეობას ახდევინებენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნათელაშვილი პასუხისგებაში მისცემს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და მათი საბანკო ანგარიშებიდან ამოიღებს მოსახლეობის მხრიდან ტარიფში გადახდილ ზედმეტ თანხას. “მინისტრებს თანამდებობიდან წასვლის მოტივის მოფიქრების ინტელექტიც არ გააჩნიათ,” – ასე შეაფასა შალვა ნათელაშვილმა მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები.

“ეს სისულელეა. აღმოჩნდა, რომ შავლიაშვილს თანდაყოლილი დაავადება ჰქონია, რომელიც აღმოაჩნდა ახლა, როცა საპენსიო გახდა, ხოლო ხოკრიშვილს ისე ძალიან უყვარს ცოლ-შვილი, რომ არ შეუძლია, თუ არ იცხოვრა ბერლინში მათთან” – ამბობს ნათელაშვილი.
ლეიბორისტების ლიდერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ყველა პროფესიონალი და მამულიშვილი იქნება წინ წამოწეული და დაფასებული.

banner
წინა სტატიაშიუცნობი პუტინი – ძველი ნაცნობის თვალით
შემდეგი სტატიაეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება–ნინო ბურჯანაძე