“ახალი გლობალური კონტექსტი”-დავოსში ეკონომიკური ფორუმი ამ დევიზით ტარდება

“ახალი გლობალური კონტექსტი”- ამ დევიზით ჩატარდება დავოსში რიგით 45–ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც 140 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

მთავარი განსახილველი თემები სიღარიბე, კლიმატი და ჯანდაცვაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონფლიქტებს. ფორუმს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

დავოსში არ იმყოფებიან რუსეთის პირველი პირები თუმცა შეხვედრებზე რუსეთი სამთავრობო დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ წელს დავოსში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითხოვენ
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: ეს არის გამოწვევები, რომლებსაც ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ