ახალი “ბერმუდის სამკუთხედი” თუ “დაწყევლილი დრაკონი”?

30 დეკემბერს მომხდარმა, ,,აირაზიას,, ლაინერის ავიაკატასროფამ, რომელიც იავას ზღვაში ჩავარდა და 160-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოში ბევრი ადამიანი და მედიაც დააფიქრა წყნარი ოკეანის ამ აუზში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე. ეს კატასტროფა, გასულ წელს მომხდარი მეორე და 1985 წლიდან მოყოლებული, მეხუთე მსხვილი ავიაკატასტროფა იყო ამ რეგიონში, რომელთა ზუსტი მიზეზები დღემდე დადგენილი არაა.

ამას გარდა უცხოური მედიის ცნობით, წყნარი ოკეანის ეს რეგიონი, ცნობილია აგრეთვე საზღვაო კატასტროფებით, რისი ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლო 30 წლის მანძილზე. სპეციალისტებმა, წყნარი ოკეანის ამ აუზში მომხდარი ავიაკატასტროფების, ადგილების მიხედვით, სამკუთხა რუკა შექმნეს და ამ ადგილს ,,ახალი ბერმუდის სამკუთხედი,, უწოდეს! აღსანიშნავია, რომ ეს რუკა, მდებარეობით ძალიან ახლოს არის ,,დრაკონის სამკუთხედთან,, რომელიც წყნარი ოკეანის აუზის მცხოვრები ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყნარ ოკეანეში, ფილიპინებს, ტაივანსა და იაპონიას შორისაა და რომელსაც ოკეანის დაწყევლი ადგილს უწოდებენ ადგილობრივები.

banner
წინა სტატიაშიბოსტონში ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაჰანი: ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში