ახალდაბის მოსახლეობა შველას ითხოვს

“თაიმერი” და ტექნიკური უნივერსიტეტი სტიქიის კვალდაკვალ

ახალდაბის მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფელთან დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა, რამაც დასახლება გაზისა და გზის გარეშე დატოვა. უკვე მიმდინაროებს გზის აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მონაკვეთზე ისევ რჩება ნაპრალები, რაც განმეორებითი მეწყერის საშიშროებაზე მეტყველებს. მოსახლეობა უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს. ისინი ისევ სტიქიის მოლოდინში არიან და ასევე გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, მეწყერის განმეორების საშიშროება არსებობს, თუმცა არა იმ მასშტაბებით, როგორც ეს იყო 13 ივნისს. მისი თქმით, ლოკალური გააქტიურებები აუცილებლად იქნება. თუმცა, ევაკუაციის საჭიროება არ არის, უნდა დაწესდეს სპეციალური მიმოსვლის რეჟიმი.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ალტერნატიული გზის ვარიანტზე საუბრობენ.

„პერსპექტივაში მოსაფიქრებელია ესტაკადის ან ხიდის გაკეთება, რომ დამეწყრილი ადგილზე, რომლის ჩამოშლის ალბათობა კიდევ არის, საფრთხე ავარიდოთ“, – განაცხადა მალხაზ ბაღანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალდაბასთან დღეს დილის 7 საათზე მეწყერი ჩამოწვა. დასახლება ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. გაზსადენის აღდგენა კი გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე ვერ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ჩვენ გავაჩინეთ 3 ათასზე მეტი ადგილი ბაღებში